16:10 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2492)
428 0 0

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მსუბუქი ფორმით კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობის დეტალური გეგმა. საუბარია მკურნალობაზე სახლის პირობებში ან საკარანტინე სივრცეებში

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაამტკიცა იმ პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობის წესები, რომელთაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაუდგინდათ და რომელთა მკურნალობა დასაშვებია სახლის პირობებში ან საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ალგორითმით, PCR-ტესტის მეშვეობით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში პაციენტის სტაციონარში გადაყვანის საკითხი შემდეგი სქემით ხორციელდება:

  • COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის „112“-ს სამსახურს;
  • „112“, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს ამბულატორიულ დაწესებულებებში (ონლაინ-კლინიკებში);
  • შემდგომში ონლაინ-კლინიკის ექიმი სატელეფონო კონსულტაციის დახმარებით აფასებს პაციენტის მდგომარეობს;
  • მიიღება გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.

თუ პირველადი კლინიკური შეფასების შედეგად გამოვლინდა დაავადების მსუბუქი ფორმა, ექიმები უნდა დარწმუნდნენ, რომ პაციენტის მოვლა უზრუნველყოფილი იქნება იზოლირებულ გარემოში და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით.

სათანადო პირობების არარსებობის შემთხვევაში პაციენტი გადაჰყავთ შესაბამის საკარანტინო სივრცეში (სასტუმრო). თუ დაავადება მსუბუქი ფორმით არ მიმდინარეობს, ავადმყოფები სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ბინაზე დატოვება/საკარანტინე სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული: პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ.; ასევე 15 წლამდე პირთათვის და ხანდაზმულებისთვის (65+).

თუ პირი მკურნალობს საკარანტინე სივრცეში, პაციენტის მდგომარეობას აკონტროლებენ სამედიცინო ბრიგადები (ექიმი, მედდა), რომლებიც საკარანტინე სივრცეში მუშაობენ.

საკარანტინე სივრცეში 20 პაციენტზე იმუშავებს ექიმისა და ექთნის 1 გუნდი. პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

ბინაზე/საკარანტინე სივრცეში მყოფი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას (მათ შორის, განმეორებით ჰოსპიტალიზაციას).

საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში) მოთავსებული COVID-19-ით პაციენტების ბინაზე გაწერა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.

ასევე განისაზღვრა საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი. პაციენტების ისტორიები დაავადებათა კონტროლის ცენტრში 5 წლის განმავლობაში შეინახება.

პროტოკოლის სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია უწყების ვებგვერდზე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2492)

მთავარი თემები