ახალციხეში COVID-19 სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება დაიწყეს, ჯერჯერობით კი ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ახალციხის რაიონში კორონავირუსი დაუდასტურდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექთანს, რომელსაც ინფექცია გეგმური ანალიზის დროს გამოუვლინდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
თბილისში კორონავირუსი „მედკაპიტალის“ ექიმს დაუდასტურდა

ეს პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მკვიდრია და ეს ამ სოფელში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევაა. ინფიცირების წყარო უცნობია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს – კორონავირუსზე ტესტირება ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მოსახლეობას ჩაუტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4399-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

სექტემბრიდან ქვეყანაში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა – ინფიცირებულთა დღეღამური ზრდა სამნიშნა რიცხვით გამოიხატება. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 259 შემთხვევა გამოვლინდა – ეს ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველა ახალი ამბავი
0