04:42 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
114 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 2758-ს მიაღწია.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი ინტენსიურად  განხორციელდება, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების მხრივ „ლიდერი“ კვლავ აჭარაა>>

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ინტენსიური თერმოსკრინინგი ჩატარდება ბათუმშიც, სადაც სპეციალური პუნქტები მოეწყობა.

„ინტენსიური თერმოსკრინინგი იქნება ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებზე, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს. ის ადამიანები, ვისაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუდასტურდება ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც და აღნიშნა, რომ ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი არ ნიშნავს რეგიონის ჩაკეტვას ან სხვა შემზღუდავ ღონისძიებებს.

საბერიოს კლასტერი იზრდება – გალიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პირს გადმოიყვანენ>>

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში შემოვიღოთ თერმოსკრინინგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიქმნება დამატებითი საკონტროლო პუნქტები ან გატარდება საგანგებო სიტუაციასთან და საკარანტინო პირობებთან დაკავშირებული ღონისძიებები“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის დღევანდელი 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის 15 არასრულწლოვანია, არიან ორსულებიც, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე მედიკოსს.

გასულ დღე-ღამეში აჭარაში სულ 4 ათასამდე პირი გამოიკვლიეს. ამჟამად რეგიონში ექვს კლინიკაში 321 პაციენტი მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 31 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები