საბერიოს კლასტერი იზრდება – გალიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს პირს გადმოიყვანენ

© photo: Sputnik / Nika LatariaБольница в Рухи
Больница в Рухи - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 58 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 399 ნიმუშიდან ექვს პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ექვსივე მათგანი გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერს ეკუთვნის.

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, დღის განმავლობაში ინფიცირებულების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა და კლინიკებში მოთავსება განხორციელდება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პოლიციელს, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადის, ამჟამად მისი ყველა კონტაქტი მოძიებულია. ასეთი შვიდი ადამიანი აღმოჩნდა და შვიდივე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. მათი PCR–ტესტის პასუხები ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდება.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 58 პაციენტია მოთავსებული.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0