04:39 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
113 0 0

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2758 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

ეზუგბაიას თქმით, რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევებიდან 29 უკავშირდება თბილისს, 7 ქუთაისს, 4–4 გორსა და ოზურგეთს, 3 გარდაბანს, 2 ზუგდიდს და თითო–თითო შემთხვევა ქობულეთს, ფოთს, საჩხერესა და მცხეთას.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით აჭარა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.

„დღეს გამოვლენილი შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება რეგიონში შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის კოვიდ–ცენტებში კორონავირუსის დიაგნოზით 1319 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამი კი მძიმე პაციენტია.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2758 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები