COVID-19 საქართველოში: მორიგი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo : National Center for Disease Control and Preventionლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 31 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0