07:35 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
132 0 0

„ყვითელი ზონა“ მოიაზრებს 100 000 მოსახლეზე 10-30 შემთხვევას დღე-ღამეში, საქართველოს მიმართ ეს არის 370-დან 1100 შემთხვევა. თუ ქვეყანა ამ მაჩვენებელს ორი კვირის განმავლობაში მიაღწევს, უკვე „ყვითელ ზონაში“ გადავა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მწვანე ზონიდან ყვითლისკენ ინაცვლებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

რას ურჩევს მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ამირან გამყრელიძე >>

„ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ 10 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული. დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10 და 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელ ზონაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, „ყვითელი ზონა“ მოიაზრებს 100 000 მოსახლეზე 10-30 შემთხვევას დღე-ღამეში, საქართველოს მიმართ ეს არის 370-დან 1100 შემთხვევა. თუ ქვეყანა ამ მაჩვენებელს ორი კვირის განმავლობაში მიაღწევს, უკვე ყვითელ ზონაში გადავა.

მისი თქმით, ზედმეტად მოშვებულმა დასვენების სეზონმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია. უახლოესი ორი კვირა აჭარისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, მიიჩნევს მინისტრის მოადგილე.

„დღეს დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდემია დინამიკური პროცესია და თუ აქამდე კარგად გავართვით თავი შეკავების ფაზას, გარკვეულწილად გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც იქნება ეპიდემიის მართვის აქტიური ფაზა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 9 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, აქედან 1,2%-ს ინფექცია გამოუვლინდა.

„თუ ზოგიერთი ქვეყანა 5 პროცენტს გადააჭარბებს, მხოლოდ მაშინ თვლის, რომ აქვს საფრთხილო და საგანგაშო მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცადოთ, ვიდრე 5 პროცენტს მივაღწევთ, მაგრამ დღეს სიტუაცია სრულად კონტროლირებადია“, - ხაზგასმით აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ კარანტინის ზონები ქვეყანას კარგად იცავს იმპორტირებული შემთხვევებისგან.

„ახლა გამოწვევა განსხვავებულია. შიდა გავრცელების შემთხვევები იმატებს და აქ არის მთავარი გადაწყვეტა - აქტიური ტესტირება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან.

ოფიციალური ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1830 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში კოვიდ-კლინიკები ცხრა ადამიანმა დატოვა, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი. გარდაიცვალა - 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები