აჭარაში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს

გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე აჭარა აქტუალობას არ კარგავს – რეგიონში ახალ-ახალი კერები ჩნდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულმა 16-მა პაციენტმა არ იცის, სად და რა ვითარებაში გადაედო ვირუსი, იუწყება რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება – სამი შემთხვევა სამშობიარო სახლში დაფიქსირდა, ერთი ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, კიდევ ორი საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ დაკავშირებული ოჯახური კონტაქტია.

ინფიცირებულთა შორისაა ასევე ბათუმის საზღვაო პორტის ორი თანამშრომელი, ინფექცია დაუდასტურდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქსის“ თანამშრომელს.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი დაუდგინდა ხელოვნების სკოლის პედაგოგს, დაწესებულება ამ დროისათვის დაკეტილია. ინფიცირებულთა შორისაა აგრეთვე მაღაზია „ნოვას“ თანამშრომელი და ერთი პირი კარანტინიდან.

ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 122 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმნიშვნელო სიმპტომის მქონე 18 პირი საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი. ისინი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანს არაფერი აწუხებს, თუმცა ლაბორატორიული დასკვნით დადასტურებული კორონავირუსი აქვს“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა, რომელნაც მოქალაქეებს მოუწოდა, არ დამალონ კონტაქტები. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25-ის ინფიცირების წყარო აჭარაა

ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში კორონავირუსის უფასო ტესტირებისთვის მოქმედ კარვებში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია. ამ ეტაპზე ქალაქში ხუთი კარავი ფუნქციონირებს. ის პირები, რომლებიც კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებენ, ვალდებული არიან სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და პასუხს დაელოდონ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0