ეზუგბაია: კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25-ის ინფიცირების წყარო აჭარაა

გამოწერა
ამჟამად COVID–ცენტრებში 469 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 18 პაციენტი.

თბილისი, 10 სეტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 57 შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.  

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ეზუგბაიას განმარტებით, რაც შეეხება ინფიცირებულებს, 18 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ხუთი საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, 14 პაციენტის წყარო ბათუმია, ოთხს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხუთი სამედიცინო პერსონალიდანაა, კიდევ სამი „იმპორტირებული“ შემთხვევაა, მათგან ორი სატვირთოს მძღოლია.

„რვა პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამჟამად COVID–ცენტრებში 469 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 18 პაციენტი.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის კი მძიმე. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0