06:03 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
360 0 0

ელექტრონული ჟურნალის წარმოების შემთხვევაში შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაცია ონლაინ-რეჟიმში  მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გარდა მშობლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

თბილისი, 7 სექტემბერი  — Sputnik. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, იუწყება პირველი არხი.

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და ძალაშიც დღეიდან შევიდა.

ელექტრონული ჟურნალის წარმოების შემთხვევაში შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაცია ონლაინ-რეჟიმში  მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გარდა მშობლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ძველი ფორმატის ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში კი უპირატესობა მიენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას.

ელექტრონული ჟურნალი ყველა საჯარო სკოლამ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით უნდა აწარმოოს. თუკი საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

Covid-19 აჭარაში: ვირუსი მასწავლებელს და „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეს დაუდგინდა >>

2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულო ხდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება და ძველი ფორმატის ჟურნალის წარმოება უქმდება.

წელს საქართველოს საჯარო სკოლები სასწავლო პროცესს 15 სექტემბრიდან დაიწყებენ.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები