07:25 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1802)
158 0 0

თუ მერვე დღეს PCR-ტესტი უარყოფითი აღმოჩნდება, პირი დატოვებს საკარანტინო სივრცეს, მაგრამ ვალდებული იქნება განმეორებით ჩააბაროს მე-12 დღეს.

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით დაავადებული ადამიანი მეშვიდე, მერვე, მეცხრე დღიდან ინფექციის გადამტანად აღარ მიიჩნევა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

Covid-19 აჭარაში: ვირუსი მასწავლებელს და „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეს დაუდგინდა >>

იმ შემთხვევაში, თუ მერვე დღეს PCR-ტესტი უარყოფითი აღმოჩნდება, პირი დატოვებს საკარანტინო სივრცეს, მაგრამ ვალდებული იქნება განმეორებით ჩააბაროს მე-12 დღეს.

კარანტინის ვადა საქართველოში რვა დღემდე მცირდება. უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ექვემდებარებოდნენ სავალდებულო კარანტინს 12 დღის განმავლობაში. საკარანტინო ვადა თავდაპირველად 14 დღით იყო განსაზღვრულ. ასეთივეა თვითიზოლაციის ვადა.

„კლასიკურად, ინკუბაციის ვადა იყო ორიდან 14 დღემდე, თუმცა ჯანმო იქვე გეუბნება, რომ ქვეყანამ თვითონ უნდა დაადგინოს თარიღი, ვადა, ე.წ. საკარანტინო თუ თვითიზოლაციის დღეები. ბევრ ქვეყანას აქვს 10 დღე, ბევრ ქვეყანას აქვს 12, ზოგს აქვს 14“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქართველი ეპიდემიოლოგები რვადღიანი კარანტინის გავლის შემდეგ მოქალაქეებს ურჩევენ თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ.

რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, ისინი რამდენიმე დღე უნდა დარჩნენ კლინიკაში და გაიარონ ყველა გამოკვლევა, რომელიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მხოლოდ ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათი შემდგომი ბედის შესახებ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად არ ესაჭიროებათ წამლები ან მკურნალობა. მათ მხოლოდ კლინიკური მონიტორინგი ესაჭიროებათ, აღნიშნა გამყრელიძემ.

„იქნება პროტოკოლი, ექიმმა რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაურეკოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს და რა ანალიზები უნდა გაუკეთოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება >>

ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1684–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1802)

მთავარი თემები