სტაციონარი თუ კარანტინი – ამას კორონავირუსზე ხელმეორე ტესტირება აჩვენებს

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირებულების მიმღები სტაციონარების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა, მაგრამ დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობას ვერ ხედავს.

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. თუ რვადღიანი კარანტინის შემდეგ, მე-12 დღეს განმეორებითი ტესტირების დროს ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდება, ის სტაციონარში მოთავსდება, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კარანტინის ვადა მცირდება

გამყრელიძე: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება>>

კარანტინის ვადა საქართველოში 8 დღემდე მცირდება. დღემდე უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ექვემდებარებოდნენ სავალდებულო კარანტინს 12 დღის განმავლობაში. საკარანტინო ვადა თავდაპირველად 14 დღით იყო განსაზღვრულ. ასეთივეა თვითიზოლაციის ვადა.

ტიკარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ იქნება, პაციენტი მკურნალობას საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.

„ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა უკვე რამდენიმე კვირაა. ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი, რომ მსგავსი ცვლილება განგვეხორციელებინა. დღეს საბჭომ დამატებით განიხილა და, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და ითვლება, რომ ეს არის უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ განიხილება.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: „ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის“

„საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავაწესოთ ის შეზღუდვა, რომელიც იქნება უსაფრთხო და საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მან ასევე გააკეთა კომენტარი აჭარაში ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო დღე-ღამეში ამ რეგიონში 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად ჩაერთვება კორონავირუსის მართვაში. ინფექციის მართვისთვის კლინიკების განახლებული სია დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს სტაციონარების მობილიზაციის გეგმა აქვს. მინისტრის განცხადებით, ამ ქსელს, პირველ რიგში, 170 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო შეუერთდება.

დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება>>

ქვეყანაში ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1684-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0