დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება

გამოწერა
ზომების გამკაცრება შეეხება ღია სივრცეებსაც, მაგრამ შედარებით მსუბუქად – აქ მხოლოდ რამდენიმე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდება.

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდება. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება>>

პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელი გახდა სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლის გამკაცრება, რაც აჭარაში ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო – იქ ხალხმრავალი, დიდი ქორწილები გაიმართა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინფიცირების წყარო სწორედ ასეთი სოციალური ღონისძიებები გახდა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კარანტინის ვადა მცირდება

„ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება. უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა პრემიერმა.

გამკაცრება შეეხება ღია სივრცეებსაც, მაგრამ მსუბუქად – აქ მხოლოდ რამდენიმე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდება, აღნიშნა გახარიამ.

როგორი იქნება გამკაცრებული ზომები, ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ ღია სივრცეებში – ღია ტიპის რესტორნებსა და კაფეებში შეზღუდვების შერბილების გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ მაგიდასთან ექვსის ნაცვლად 12 სტუმრის მომსახურება გახდა შესაძლებელი (დახურულ სივრცეში კვლავ ექვსი ადამიანის მომსახურება შეიძლება ერთ მაგიდასთან).

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ასევე ივლისში იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ნებადართული გახდა ღია სივრცეებში სარიტუალო მომსახურებების გამართვა, მაგრამ სტუმრების რაოდენობა 100 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

ბოლო დროს აჭარაში იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა. მხოლოდ ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1684-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0