აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოწერა
ბათუმსა და ქობულეთში არსებულ კარვებსა და პოლიკლინიკებში მოქალაქეების უფასო ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ტესტის გაკეთების მსურველთა ნაკადმა იკლო.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში კორონავირუსის ინფექციის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმეტესობა ოჯახურ კონტაქტს უკავშირდება, იუწყება რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის სიტყვებით, ორი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

კორონავირუსი ერთ-ერთი კვების ობიექტის თანამშრომელს დაუდგინდა, რომელმაც არ იცის სად და ვისგან გადაედო ვირუსი.

„ბოლო დღე-ღამეში 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა ოჯახური კონტაქტია... რაც შეეხება ქორწილთან დაკავშირებულ კონტაქტებს, კლინიკაში მხოლოდ ორი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა შავიშვილმა.

ერთი შემთხვევა რეფერალურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, დაცულია უსაფრთხოების ზომები, აღნიშნა შავიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებულ შემთხვევას, ერთ ადამიანს საეჭვო სიმპტომები უფიქსირდება – მამაკაცი კარანტინშია გადაყვანილი და მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კლინიკა „არქიმედეს“ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში არსებულ კარვებსა და პოლიკლინიკებში მოქალაქეების ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ტესტის გაკეთების მსურველთა ნაკადმა იკლო. უქმე დღეებში სულ 400 ნიმუშია აღებული.

აჭარაში ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 88 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1684-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0