06:39 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (82)
81 0 0

პრემიერმა გახარიამ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გუშინ ქვეყანაში 7186 ტესტი გაკეთდა, რომელთა პასუხებიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთ დაგვანახებს, განაცხადა მთავრობის სხდომის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი ახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური პანდემია – ეს არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც მინიმუმ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი მოგვიწევს ცხოვრება და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ დღეისათვის ძირითადი ამოცანა რისკების სწორად მართვაა.

„ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა", – განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

მისი განმარტებით, საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს პანდემიისა და მასთან დაკავშირებული რისკების, მათ შორის, ეკონომიკურის მართვის კუთხით, რაც მსოფლიო საზოგადოების მიერ არის აღიარებული.

„როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა რეიტინგი, საინვესტიციო რეიტინგი, რაც, რა თქმა უნდა, მიღწევაა. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ – თბილისში, ბათუმში, თელავში თუ სხვაგან, ძალზე ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ეპიდემიოლოგების მოთხოვნებს და უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადეები, არა ფორმალურად, არამედ როგორც ამას ექიმები და ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას უწევენ", – განაცხადა გახარიამ.

მან მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1568-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
საქართველოს მთავრობა (82)

მთავარი თემები