თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© AP Photo / Cheng Min ვირუსოლოგიის ლაბორატორია
 ვირუსოლოგიის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მოსახლეობის ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარაში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება იწყება

დღეს საქართველოში  კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, ოთხი  შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

„ხუთ შემთხვვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც მდებარეობს სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. მაღაზიაში უსაფრთხოების ზომები გატარდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მაღაზიამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. კერძოდ, ობიექტმა უკვე შეცვალა მომსახურე პერსონალი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215  პაციენტია.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0