05:58 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
1241 0 0

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთი რისკი არ არსებობს და არც შემდეგ იარსებებს, თუ ყველა დაიცავს რეკომენდაციებს და პირბადეებს ატარებს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება და კორონავირუსის ფართომასშტაბიანი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, განაცხადა ვიდეოჩართვის დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან თავის დასაცავად ელემენტარულ წესებსაც აღარ იცავს.

„ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, „კოვიდი“ დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდ-ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას – ატარონ პირბადეები. მისი თქმით, ბევრი ადამიანი უკვე მაღაზიებშიც არ ატარებს პირბადეს. პირბადის ტარება მნიშვნელოვანია არა მარტო დახურულ სივრცეებში, არამედ გარეთაც, სადაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის დაცვა.

„ორი რამ – პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პოლიციამ კარანტინიდან გაპარული მამაკაცი შეყვარებულის კარადაში იპოვა >>

მისი თქმით, ბოლო კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 67-ს მიაღწია, ხოლო გამოჯანმრთელდა 90 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1 487 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 1 240, ხოლო გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები