მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლიციამ კარანტინიდან გაპარული მამაკაცი შეყვარებულის კარადაში იპოვა

© AP Photo / Mary Altafferკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, რომ მამაკაცმა სადღაც მისადგმელი კიბე იშოვა და ყოველღამე იპარებოდა საკარანტინო ზონიდან შეყვარებულთან.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა კაცს ექვსთვიანი პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ შეყვარებულისთვის დაბადების დღის მისალოცად საკარანტინო ზონიდან გაიპარა, სადაც ის კორონავირუსის გამო იყო მოთავსებული, წერს Perth Now.

პოლიცია ბერლინში - Sputnik საქართველო
ბერლინში შეზღუდვების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს - ასზე მეტი მონაწილე დაკავებულია

როგორც ირკვევა, სიდნეიდან ქალაქ პერტში ჩასულ ავსტრალიელ იუსუფ კარაკაიას სასტუმროში მოწყობილ კარანტინში ორი კვირა უნდა გაეტარებინა. მაგრამ მან სადღაც მისადგმელი კიბე იშოვა და მესამე სართულზე მდებარე ნომრიდან რეგულარულად იპარებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.

როდესაც ერთ ღამეს კარაკაია ოთახში ვერ აღმოაჩინეს და მისი გაპარვის „მოწმე“ კიბეც იპოვეს, პოლიციამ ძებნა დაიწყო და თავგადასავლების მოტრფიალე შეყვარებულის სახლში იპოვა. იუსუფი საძინებელი ოთახის კარადაში იმალებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცველებს განუცხადა, ჩემს შეყვარებულს დაბადების დღე ჰქონდა და პირადად რომ არ მიმელოცა, უსიამოვნებას ვერ ავცდებოდიო.

კარაკაიას ადვოკატის თქმით, საბედნიეროდ, მის კლიენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. თუმცა კანონის დარღვევის გამო მას ექვსი თვითა და ერთი დღით პატიმრობა მიესაჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0