გახარია: დახმარება მივა ყველა იმ ადამიანამდე, ვინც შესაბამის განაცხადს შეავსებს

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ გაიცემა.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ყველა იმ ადამიანამდე, რომელიც მიიჩნევს, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას.

ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

მამა–შვილი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
თუ ვერ არეგისტრირებთ ბავშვს: ვის უნდა მიმართოთ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

„დღევანდელი მდგომარეობით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რაც წარმოადგენს ქვეყანაში 366 ათას ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანიც გახლავთ 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, როდესაც ახალი სასწავლო წელი იწყება“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიიღონ ფინანსური და პოლიტიკური სარგებელი იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით.

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. იმედი მაქვს, აღარ იქნება ისეთი მორალური პრობლემები, როცა ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ! დარეგისტრირდით და მიიღეთ 200–ლარიანი დახმარება

მისი თქმით, ყველამ, ვისაც განაცხადის შევსებაში დახმარება სჭირდება, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. აღნიშნული უწყებები მათ ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მიეხმარებიან.

სპეციალური ელექტრონული პორტალი – daxmareba.moh.gov.ge 15 აგვისტოდან ჩაირთო. სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ გაიცემა. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

ყველა ახალი ამბავი
0