03:11 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (225)
240 0 0

პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ეტაპობრივი სტრატეგია, გაეროს ბავშვთა ფონდი ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად აჭარის მთავრობასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, UNICEF-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ევროპულმა ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები დაასახელა: იხილეთ ჩამონათვალი>>

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი დღეს ბათუმში გამართულ კონფერენციას ესწრებდნენ, რომლის თემაც ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებული მდგომარეობა და სახელწიფოს სტატეგია იყო.

„აჭარაში ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით ბავშვებში, არის დასაშვებ ნორმაზე მაღალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მომხდარიყო მყისიერი რეაგირება. როცა საქმე ეხება ბავშვებს, ჩვენი მოვალეობაა ამ ყველაფერზე გვქონდეს ადეკვატური რეაქცია. აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში (2-7 წლის ასაკის ბავშვები) საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.

პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ეტაპობრივი სტრატეგია, გაეროს ბავშვთა ფონდი ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად აჭარის მთავრობასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს.

„აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში ტყვიის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბავშვებში განსაკუთრებით, გვაქვს პრობლემა. ტყვია მძიმე ლითონია, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მომატება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ასევე იმერეთი. დაიწყო სწრაფი რეაგირება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა პირველ ეტაპზე ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ გაფართოვდება კვლევის მასშტაბები.

ტყვიის შემცველობაზე სათამაშოებსა და საღებავებს შეამოწმებენ>>

„იუნისეფმა“ გვაჩუქა ოთხი აპარატი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. აქედან ერთს გადავცემ აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება საშუალება ამ კვლევების ჩატარების. ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ტარდება ტყვიის ცნობიერების ამაღლება – კიდევ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, რადგან პრობლემა რომ აღმოვფხვრათ, ამას სჭირდება სამი წელი მაინც. თუმცა ამ მიზნით ბრძოლის სტრატეგია შემუშავებულია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (225)

მთავარი თემები