ევროპულმა ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები დაასახელა: იხილეთ ჩამონათვალი

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. აღნიშნულის მიზეზის დასახელება სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის სწრაფი შეტყობინების სისტემა არაკვებითი პროდუქციის შესახებ RAPEX (The Rapid Alert System for Non-Food Products) აქვეყნებს საბავშვო პროდუქციის, მათ შორის, სათამაშოების ნუსხას, რომლებიც, შესაძლოა, სახიფათო იყოს ბავშვების ჯანმრთელობისთვის. 

ყველაზე სახიფათო და ტოქსიკური სათამაშოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:  

  • „ბარბის“ ტიპის თოჯინები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებადი პროდუქციაა ბაზარზე და შესაძლოა შეიცავდეს მავნე ფტალატების ჭარბ რაოდენობას, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ღვიძლსა და მის რეპროდუქციულ სისტემაზე;
რეზინის სათამაშო იხვი წყალში - Sputnik საქართველო
რეზინის სათამაშოების საფრთხე: მეცნიერთა შემაძრწუნებელი დასკვნა
  • კვების ბლოკის მქონე სათამაშოები, თუ ბატარეების კოლოფს არ აქვს სარქველის დამჭერი ხრახნი და მისი გახსნა ინსტრუმენტის გარეშეა შესაძლებელი. ამით ბატარეა ხელმისაწვდომი ხდება ბავშვისთვის, რაც მასზე ქიმიური ზემოქმედების შანსს ზრდის;
  • რბილი სათამაშოები. მათი შეძენისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ნაკერების სიმტკიცეს, რათა ბავშვს არ ჰქონდეს წვდომა შიგთავსზე. ამასთან, რბილი სათამაშოების პლასტმასის ელემენტები — თვალები, ცხვირი, თმები ასევე შეიძლება შეიცავდეს ჭარბი რაოდენობის ფტალატებს;   
  • საჰაერო ბუშტები, ცურვისა და ბანაობის დროს გამოსაყენებელი სათამაშოები, საღებავები. ამ ნაკეთობების კაუჩუკი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნიტროზამინებს, რაც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს ბავშვის კანზე შეხებისას ან მათი ჩაყლაპვის შემთხვევაში;
  • ანტისტრესული სათამაშოები, რომლებში მოთავსებული სითხეც ასევე შეიცავდეს დიდი რაოდენობით აერობულ მეზოფილურ ბაქტერიებს, რომლებიც მედეგია ანტიბიოტიკების მიმართ. ამას კი ბაქტერიული სეფსისის ან პნევმონიის გამოწვევა შეუძლია სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვებში;
  • პლასტიკური თიხა, სლაიმი (ე.წ. „ტყლარწი“), რომელთა ძირითადი მასალაც ნატრიუმის ტეტრაბორატია. ბორის გადაყლაპვას ან შესუნთქვას შეუძლია ბავშვის შინაგანი ორგანოებისა და ლორწოვანას ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. ხოლო ამგვარ სათამაშოებში შემავალ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის რეპროდუქციულ სისტემაზე;
  • ცარცი და ფანქრები ასევე შეიძლება შეიცადეს დიდი რაოდენობით ტყვიას, რასაც მძიმე ნეიროტოქსიკაცია მოჰყვება. გარდა ამისა, არომატიზებული ფანქრები შესაძლოა შეიცავდეს ევგენალს (ფენოლს), რომლის გამოყენებაც ფანქრებში აკრძალულია;
  • მუსიკალური სათამაშოები, რომელთა ბგერის დონემ შესაძლოა ბავშვის ყურთასმენა დააზიანოს. 
  • აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ მათ 25%-ს ტყვიის მცირე შემცველობა აღენიშნებოდა, ხოლო 16%-ის სისხლში ტყვიის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

    სათამაშოები ვიტრინაში - Sputnik საქართველო
    ტყვიის შემცველობაზე სათამაშოებსა და საღებავებს შეამოწმებენ

    ამასთან გაირკვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. აღნიშნულის მიზეზის დასახელება სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ.

    კერძოდ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.

    კვლევით დადგინდა, რომ ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენენ: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები და მაისურები. 

    ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვ.

    მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

    ყველა ახალი ამბავი
    0