ავტოიმპორტიორების საყურადღებოდ: განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სანაპირო
თბილისის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით არის განპირობებული.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 

გიორგი გახარია პარლამენტში - Sputnik საქართველო
გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადაუვადდა

უწყების ცნობით, იმპორტიორები მათ განბაჟებას შეძლებენ ნებისმიერ დროს 1 სექტემბრამდე და დაგვიანების გამო სანქციები არ დაეკისრებათ.

„მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის 1 მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, სრულად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სერვისების მისაღებად ადგილზე გამოცხადდნენ პირბადით.

ავტომობილების იმპორტიორებისთვის შეღავათების გაგრძელების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0