https://sputnik-georgia.com/20200529/gaxaria-ganbaJebis-Tanxa-248602525.html
გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადაუვადდა
გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადაუვადდა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის თქმით, 38 000 მოქალაქეს განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ გადაუვადა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული... 29.05.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-05-29T16:36+0400
2020-05-29T16:36+0400
2021-10-19T17:27+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/84/246438494_0:304:3000:2000_1920x0_80_0_0_699fae85a8e45fed7aa003a62a84abbb.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/84/246438494_0:114:3000:2000_1920x0_80_0_0_05db5927c4fa87e9dfadfc2f32b17ac9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადაუვადდა
16:36 29.05.2020 (განახლებულია: 17:27 19.10.2021) პრემიერ-მინისტრის თქმით, 38 000 მოქალაქეს განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ გადაუვადა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ 38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა>>
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ გადაუვადა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.
„არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგი მცირე მეწარმე, ბიზნესმენი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში ადამიანისთვის რა იქნებოდა?!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში დღეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.