06:19 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
342 0 0

ყველა დარღვევის გამოსწორების შემდეგ საქმიანობის განახლებისთვის ობიექტებმა ჯანდაცვის უწყებას განცხადებით თავიდან უნდა მიმართონ. 

თბილისი, 27 ივლისი  — Sputnik.  კორონავირუსის პერიოდში უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაკამყოფილება 119–მა ფიტნეს–ცენტრმა და 40–მა საცურაო აუზმა ვერ შეძლო,  განაცხადა  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე. 

მუშაობის განახლებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და გაიარონ შემოწმება.

 „ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს, კერძოდ, აუზებისა და ფიტნეს–ცენტრების. დარეგისტრირდა 118 აუზი, მათგან 106 შემოწმდა, 66–მა  მუშაობის განახლებაზე ნებართვა მიიღო. დარეგისტრირებული 275 ფიტნეს–ობიექტიდან შემოწმდა 263, მათგან 144–მა მუშაობა განაახლა. რაც შეეხება სასტუმროებს, ნებართვა 1322–მა ობიექტმა მიიღო“, – აღნიშნა ფერაძემ.

ყველა დარღვევის გამოსწორების შემდეგ საქმიანობის განახლებისთვის ობიექტებმა ჯანდაცვის უწყებას განცხადებით თავიდან უნდა მიმართონ. 
რეგულაციების თანახმად, ფიტნეს–ცენტრებში ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადების გამოყენება ჭადრაკის დაფის პრინციპით უნდა მოხდეს, ხოლო პირსახოცები ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშებს, დარბაზში ნებადართულია ერთდროულად არაუმეტეს 10 ადამიანის ყოფნა.

რაც შეეხება აუზებს, მასში  რეგულარულად უნდა ტარდებოდეს წყლის ლაბორატორიული შემოწმება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვის ეფექტის მქონე რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.  

ჯანდაცვის უწყებამ გაითვალისწინა საცურაო აუზების მფლობელების უკმაყოფილება ყოველდღიურად აუზებში წყლის 10%-ის შეცვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნა შეამსუბუქა. მათ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს – 24 საათის განმავლობაში წყლის 5%-ის შეცვლა.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები