11:27 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1743)
195 0 0

ამ ეტაპზე ამოწმებენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ბაზრებს, მაგრამ ბაზრების მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვას მალე ყველგან გააკონტროლებენ.

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისის ბაზრებში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მუშაობის პირობების დამრღვევთა დაჯარიმება დაიწყო, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

საქართველოს ყველა სასურსათო ბაზარსა და ბაზრობაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მუშაობის განსაკუთრებული წესებია შემოღებული, რაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება. მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ პირბადეები, ხელთათმანები და მუშაობის დაწყების წინ გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი დირექციამ წერილობით უნდა დაადასტუროს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა როგორც მომხმარებლებს, ისე მოვაჭრეებს შორის.

„ჩვენ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი, მათ შორის ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნეს-სუბიექტი. „დეზერტირებზე“ – ერთი, ნავთლუღში – ორი, დიდუბეში – სამი. ვარკეთილში სამი ბიზნეს-ოპერატორი ფუნქციონირებს, რომელთაგან დაჯარიმდა ერთი“, – განაცხადა ფერაძემ.

მან აღნიშნა, რომ შემოწმება დამოკიდებულია რისკის ფაქტორებზე, კონკრეტრულად რომელ სექტორშია მომატებული ვირუსის გავრცელების რისკი.

გასულ კვირაში დედაქალაქში პრაქტიკულად ყველა მოქმედი ბაზრობა და ბაზარი შემოწმდა: ლილოს, „დეზერტირების“, ნავთლუღის, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილისა და დიღმის.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები>>

მონიტორინგი ინტეგრირებული ერთობლივი ჯგუფების მიერ ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად ამოწმებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურები.

მეწარმეებს კიდევ ერთხელ უხსნიან მუშაობის წესებს. ამ დროისათვის მონიტორინგი, თბილისის გარდა, მიმდინარეობს ქუთაისსა და ბათუმში, მალე კი ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდება.

„აქტიურად ხორციელდება ასეთი ტიპის მიდგომები ქუთაისსა და ბათუმში. მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად ყველგან განხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. ჯამში დაახლოებით 20 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ განხორციელდა სკრინინგი, და დინამიკა რეკომენდაციების შესრულებისა საკმაოდ დადებითია“, – განაცხადა ფერაძემ.

ბაზრობებზე კონტროლის გაძლიერების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ – ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსის კერა დადასტურდა. ამ დროისათვის ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეებს პერიოდულად უზომავენ ტემპერატურას, ხდება ტერიტორიის დეზინფექცია. პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელია.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1137-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1743)

მთავარი თემები