PCR–ტესტირება საქართველოს ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

© Sputnik / Alex Shlamovშესასვლელი ლილოს ბაზრობაზე
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკის ზონებად სწორედ ბაზრობებს მიიჩნევენ, ამიტომ მათ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანენ.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. PCR–ტესტირება, ლილოს ბაზრობის გარდა, ქვეყნის სხვა ბაზრობებზეც ჩატარდება, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გარდაბნის რაიონის სოფლებში COVID-19-ის ინფიცირების ახალი ჯაჭვი გამოავლინეს. ამან ეპიდემიოლოგები დედაქალაქის ყველაზე დიდ – ლილოს ბაზრობაზე გაიყვანა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის 98 შემთხვევა ერთ კვირაში – უარესდება თუ არა საქართველოში ეპიდემიური ვითარება

„მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა. ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, სანიტარული წესები. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური PCR კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე. ხაზს ვუსვამ, ბაზრობები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეებს პერიოდულად უსინჯავენ ტემპერატურას, ტარდება ტერიტორიის დეზინფექცია. ყველა – მოვაჭრეებიცა და მყიდველებიც ვალდებული არიან პირბადე ატარონ.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ>>

ინფიცირებულების რაოდენობამ დღეისთვის 1137-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0