კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად COVID-ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 237 პაციენტი მკურნალობს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსული ინფექციის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმეტესობა შემოტანილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კერძოდ, ექვსიდან ოთხ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ქვეყნის საზღვრებს გარეთაა, ერთი - დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და კიდევ ერთი გარდაბნის რაიონის ინფიცირების ჯაჭვს უკავშირდება.

ამ დროისთვის საქართველოს COVID-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 41 პაციენტი. რაც შეეხება ორ მძიმე შემთხვევას, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„ჯერჯერობით ვხედავთ, რომ კონტროლირებადია სიტუაცია, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით სიტუაციიდან გამომდინარე იქნება. თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, ალბათ, ამის აუცილებლობა არ დადგება. დავაკვირდეთ დინამიკაში პროცესებს", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათ დღეში 24 ახალი ინფიცირებულია. ამჟამად ზრდის შემცირება შეინიშნება, რაც ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების კარგ მუშაობაზე მიუთითებს, აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 1137-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა ორი ადამიანი და, ამგვარად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 922, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6459, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 353 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, აქედან 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0