კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი, გარდაიცვალა – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6439, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 326 პაციენტია.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 1137-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6439, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 326 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0