18:22 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
890 0 0

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება, ეპიდემიოლოგები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ სიტუაცია მართვადია.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ესაა 20-26 ივლისის პერიოდის მონაცემები. 98 შემთხვევიდან 22 გარდაბნის რაიონს უკავშირდება, 14 – დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო 13 – შემოტანილი შემთხვევა.

პანდემიის პერიოდში საქართველოში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის 92 მძღოლს დაუდგინდა.

„ლილოს და, ზოგადად, გაჩიანთან კონტაქტირებულები გამოვლენილი გვყავს 14. ამავე დროს, ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ამჟამად ორი „ცხელი" წერტილია – გარდაბნის რაიონი და ლილოს ბაზრობა.

გარდაბნის რაიონში კორონავირუსის 59 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ რაიონის შემთხვევებმა მთლიანი რაოდენობის 4% შეადგინა.

გარდაბნის რაიონში სპეციალისტებმა 3 394 PCR–ტესტი ჩაატარეს. 142 მცხოვრები საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები>>

გაფართოებული ტესტირება გრძელდება ლილოს ბაზრობაზეც. აქ PCR–ტესტი ჩაუტარდა 1 415 თანამშრომელს. კვლევების პირველ დღეს ინფექცია დაუდასტურდა ოთხ ადამიანს, მეორე დღეს – ერთს. ეპიდემიოლოგები კიდევ 500 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ეს ციფრები მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. დაუშვებელია ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა. დაუშვებელია ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს", – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოს COVID-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

ინფიცირებულების რაოდენობამ დღეისთვის 1137-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები