თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ლილოს ბაზრობაზე, რომელიც კორონავირუსის ინფიცირების ახალი წყარო გახდა, ქართველი ეპიდემიოლოგები დღეში დაახლოებით 500 მოვაჭრეს უტარებენ ტესტირებას, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
კვლავ ლილო: კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების წყაროები >>
ამ კვირაში გარდაბნის სოფლებში (თბილისიდან 5 კილომეტრში) COVID-19-ის ერთბაშად რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. მაშინვე ინფიცირების ჯაჭვის მიხედვით ეპიდემიოლოგები გავიდნენ ლილოს ბაზრობაზე, რომელზეც გარდაბნის მცხოვრებლები ვაჭრობენ.
25 ივლისის მონაცემებით, ბაზრობაზე უკვე 11 შემთხვევა გამოვლინდა.
თავად ბაზარში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ყველა მოვაჭრეებს პერიოდულად უმოწმებენ სიცხეს და დეზინფექციას ატარებენ. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან ატარონ პირბადეები.
ლილოს ბაზრობის ტერიტორია 35 ჰექტარს მოიცავს. აქ ექვსი ათასზე მეტი სავაჭრო წერტილი მდებარეობს. აქვე მდებარეობს საწყობები და საბაჟო ტერმინალი.
ლილოს ბაზრობაზე ყოველდღე ასი ათასობით ადამიანი მოძრაობს. აქ დადიან საყიდლებზე თბილისის სხვა ბაზრობების მოვაჭრეები, სხვა რაიონების და ახლო ქალაქების მცხოვრებლები.