ევროკავშირის კვლევა: საქართველოში იციან COVID-19-ის სიმპტომების შესახებ, მაგრამ...

© AFP 2024 / HANDOUTკორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ
კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმირებული ხარ, ე.ი. შეიარაღებული ხარ – შესაძლოა, სწორედ ეს დაეხმარა საქართველოს მოსახლეობას, დაპირისპირებოდა კორონავირუსის პანდემიას.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. რესპონდენტების 90%-ზე მეტმა კარგად იცის კორონავირუსის გადაცემის გზების შესახებ და თავს იცავს ვირუსისგან, თუმცა 55% მიიჩნევს, რომ ინფიცირების შანსი დაბალია – ასეთია COVID-19-ის შესახებ მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და ნდობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც ევროკავშირის მისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გმო-ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ: ევროკავშირის საბჭომ გამონაკლისი დაუშვა>>

კვლევა ერთკვირიანი ინტერვალებით 21 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში სამ ეტაპად ჩატარდა. მაშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი იყო, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფებოდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მოსახლეობა მშვენივრად არის ინფორმირებული საშიში დაავადების სიმპტომების შესახებ და აქტიურად იცავს თავს.

ამას გარდა, ამ პერიოდში მოსახლეობა მთავრობის მიმართ მაღალ ნდობას ამჟღავნებდა. გამოკითხულთა 76%-დან 84%-მდე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ადეკვატური და დროული ზომები მიიღო კორონავირუსის ფართო გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების გარკვევა და ევროკავშირის დახმარება, რომლის ნაწილიც დაცვის საშუალებები იქნება. ეს საშუალებები საქართველოში უახლოეს პერიოდში შემოვა.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან>>

კვლევა ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 15 ივლისის საღამოს ინფიცირებულთა რაოდენობა 1004 იყო. აქედან გამოჯანმრთელდა 873, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0