Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას

© photo: Sputnik / Arthur Alexandrov / გადასვლა მედიაბანკშიამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელთათვის საზღვრების გახსნისას, ნებისმიერი ქვეყანა მათ მისაღებად საკუთარ წესებს ადგენს. ამ წესების შესრულება საქართველოს მოქალაქეებისათვისაც სავალდებულოა

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთათვის ამ ქვეყანამ საზღვრები 1 ივლისიდან გახსნა.

ესტონეთი საზღვრებს ხსნის – რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ საქართველოს მოქალაქეებმა >>

აკრძალვის მოხსნა ვრცელდება იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყანაში და ნიდერლანდებში პირდაპირ საქართველოდან მიემგზავრებიან.

„ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.); საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები დანიაში ვერ იმოგზაურებენ

საელჩო ახსენებს მოქალაქეებს, რომ ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრები ვალდებულები არიან აეროპორტში პირბადე ატარონ.

ნიდერლანდებში შესვლისას ყველა მგზავრმა საზღვარზე ჯანმრთელობის დეკლარაცია უნდა წარადგინოს.

ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ ბმულიდან.

გასულ კვირაში ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომელთათვისაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაციას აძლევს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, უნგრეთმა და ლატვიამ.

ემიგრანტების ოჯახები აქციას მართავენ – რას მოითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან >>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0