Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეები დანიაში ვერ იმოგზაურებენ

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიაში მოგზაურობას ჯერჯერობით მხოლოდ  ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მოქალაქეები შეძლებენ

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. დანიამ ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული სიიდან მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის  საზღვრების გახსნის გადაწყევტილება მიიღო, რომელთა შორის საქართველო არ არის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დანიაში მოგზაურობას ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მოქალაქეები შეძლებენ.

ავსტრიის დროშა - Sputnik საქართველო
როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის საზღვრის გადაკვეთას

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. უსაფრთხო სიაში 15 ქვეყანა შევიდა. ესენია საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ და შვედეთმა.

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა >>

საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან, ხოლო შვეიცარიის მონახულებას 20 ივლისიდან შეძლებენ.

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

ყველა ახალი ამბავი
0