13:01 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1359)
102 0 0

ივნისში სპორტსმენების ჯგუფმა სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს–ცენტრების მუშაობის განახლების მოთხოვნით თბილისში აქცია გამართა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე უფრო დიდ საფრთხეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები წარმოადგენს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

„ნებისმიერი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათოა თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ივნისში სპორტსმენების ჯგუფმა სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს–ცენტრების მუშაობის განახლების მოთხოვნით თბილისში აქცია გამართა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. შესაბამისად, დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად ქვეყანაში რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.

დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა – აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირები არიან. გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნებია სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1359)

მთავარი თემები