07:45 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (273)
224 0 0

საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 6 ივლისს, 08:00 საათზე იწყება.

აბიტურიენტებმა დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ. სულ ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თუ ისინი საგამოცდო ცენტრში პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ.

თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ. 

აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში  აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის მანძილზე არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, ხოლო საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს ჩატარდება, სამაგისტრო გამოცდები და 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

თემები:
განათლება საქართველოში (273)

მთავარი თემები