07:13 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
105401

ექიმები, ოჯახის წევრები და მთელი საქართველო პატარის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ჩატარებული ურთულესი მკურნალობის კურსი უშედეგო აღმოჩნდა და ბავშვი კვლავ საქართველოში ჩამოიყვანეს.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის მეუღლე ნატალია კორნევა სოციალურ ქსელში სპეციალურად ალექსისთვის შექმნილ ჯგუფში უმძიმეს წერილს აქვეყნებს.

წყვილმა 30 ივნისს ერთი წლის ალექსი დაკარგა, რომელიც თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

ბავშვის დედის თქმით, ალექსი ბოლო ერთი კვირა რეანიმაციაში იყო, სადაც მისთვის ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, რადგან რეანიმაციაში იმ ბავშვების ყურება უწევდა, რომლებსაც ავადმყოფობამ ფორმა დაუკარგა და უცხოპლანეტელებს დაამსგავსა.

„ალექსიც შეცვლილი იწვა, ვერ ვცნობდი მის შეშუპებულ სახესა და სხეულს. მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჭირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს. ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან. ბევრი ვიბრძოლეთ. მეც ალექსისთან ერთად ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად… ალექს, გვაპატიე, მაპატიე, რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი როგორც გპირდებოდი“, – წერს ნატალი.

ალექ­სის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა. პა­ტა­რა მკურ­ნა­ლო­ბას თურ­ქეთ­ში, აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და. თბი­ლის­ში ერთი კვი­რის წინ დაბ­რუნ­და. პა­ტა­რა ბოლო დრომ­დე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

პატარა ალექ­სის ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი 2020 წლის იანვარში დაუდგინდა. ოპერაციისთვის კოლოსალური თანხები იყო საჭირო, რისთვისაც საქველმოქმედო ჯგუფი შეიქმნა.

ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ სიმსივნემ უკან არ დაიხია და მდგომარეობა გართულდა, სწორედ ამის გამო ოჯახი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გერმანიაში აპირებდნენ მკურნალობის გაგრძელებას.

მთავარი თემები