ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა

© Photo: Nino Sulaberidze / FBნინო სულაბერიძე
ნინო სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში ნინო სულაბერიძე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ოჯახს რესურსი აღარ გააჩნდა და რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართა მის დასახმარებლად.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ბოლო წლებში ნინო სულაბერიძე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ოჯახს რესურსი აღარ გააჩნდა და რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართა მის დასახმარებლად.

ჟურნალისტს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ცოტა ხნის წინ ნინოს უფროსი ძმა ლევან სულაბერიძე გარდაეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0