13:24 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
401 0 0

ალექსი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. მას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. გარ­და­იც­ვა­ლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურ­ნა­ლისტის ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, ერთი წლის ალექ­სი პა­ტუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ინფორმაცია სპეციალურად ალექსისთვის შექმნილ „ფეისბუქის“ საქველმოქმედო ჯგუფში ვრცელდება.

 

ალექ­სის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა. პა­ტა­რა მკურ­ნა­ლო­ბას თურ­ქეთ­ში, აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და. თბი­ლის­ში ერთი კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

პა­ტა­რა ამ დრომ­დე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ალექ­სი პატურაშვილს ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი 2020 წლის იანვარში დაუდგინდა. ოპერაციისთვის კოლოსალური თანხები იყო საჭირო, რისთვისაც საქველმოქმედო ჯგუფი შეიქმნა.

ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ სიმსივნემ უკან არ დაიხია და მდგომარეობა გართულდა, სწორედ ამის გამო ოჯახი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გერმანიაში აპირებდნენ მკურნალობის გაგრძელებას.

მთავარი თემები