კომპენსაციის პრეტენდენტთა რაოდენობა იზრდება – ვინ მიიღებს თანხას სამუშაოს დაკარგვის გამო

© Sputnik / Olga Kiknavelidzeმამაკაცები ქუჩაში
მამაკაცები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 90775-მა მოქალაქემ, რომლებიც მუშაობდნენ კონტრაქტით და კორონავირუსის აფეთქების პერიოდში სამსახური დაკარგეს.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ახალი ცვლილებების თანახმად, გაიზრდება იმ დაქირავებულ პირთა წრე, რომლებიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კონტრაქტით დასაქმებულ პირებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩნენ, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ეკუთვნით 200 ლარის ოდენობის კომპენსაცია.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

მთავრობის დადგენილებით, სამუშაოდაკარგულად ჩაითვლებიან ისინი, ვინც 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მუშაობდნენ, ხოლო შემდეგ უმუშევარი დარჩნენ, ასევე ისინი, ვინც სამსახური დეკრეტული შვებულების დროს დაკარგა. ახლა კი გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ კომპენსაციის მიღება.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირვებელს არ მოუწევს ყოველთვიურად განაახლოს ინფორმაცია კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბაზა ავტომატურად განახლდება. იგულისხმება, რომ თუ დამქირავებელი შემდეგ თვეში არ წარმოადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური წინა მონაცემებს გამოიყენებს.

უმუშევრობის დახმარების გაცემა: კომპანიები სრულ ინფორმაციას არ აწვდიან სამინისტროს>>

ამასთან, დამქირავებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ადამიანის დამატება იმ პირთა რეესტრში, რომლებიც კომპენსაციას იღებენ.

სუვენირების გაყიდვა სვეტიცხოვლის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
იზრდება იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს

დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ხელფასი მიიღო ამ წლის მაისში, თუმცა ივნისში და შემდეგ თვეებში მის ანგარიშზე არ დაფიქსირდა შრომის ანაზღაურების თანხა.

შემოსავლების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია უწყებაში მიიჩნევა დროულად წარდგენილად მხოლოდ იმ პირობით, რომ შემდგომ დაზუსტდება მხოლოდ დაქირავებული პირის პირადი ნომერი. თუ პირადი ნომერი არასწორად იქნება მითითებული, ადამიანი 200 ლარის ოდენობის კომპენსაციის გარეშე დარჩება.

„შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან: მონაცემები>>

ამ დროისთვის ფულადი კომპესაცია გასცეს 90 775 მოქალაქეზე, რომლებიც მუშაობდნენ კონტრაქტით, ან იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში და სამსახური კორონავირუსის აფეთქების პერიოდში დაკარგეს.

ყველა ახალი ამბავი
0