01:21 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (201)
9810

პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილთათვის კომპენსაციებზე გამოყოფილია 450 მილიონი ლარი და კიდევ 75 მილიონი - თვითდასაქმებულთათვის ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ არავინ დატოვოს კომპენსაციის გარეშე, არ შეუძლია ზუსტად დათვალოს, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური პანდემიის დროს.

როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე >>

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მათი მონაცემებით, აპრილში ხელფასი ვერ მიიღო დაახლოებით 170 ათასმა ადამიანმა, თუმცა კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მხოლოდ 95 ათას ადამიანზე, რომლებიც მიიღებენ დახმარებას.

უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციებისა და დახმარებების გაცემა მაისში დაიწყო. უმუშევრად დარჩენილები ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ, თვითსადაქმებულები კი 300 ლარს ერთჯერადად.

„დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს ნახევრად, შეიძლება ითქვას, დაახლოებით 95 ათას ადამიანზე“, - განაცადა კაკაურიძემ.

მისი თქმით, დაბალი აქტიურობის მიზეზი გახდა კითხვები, რომლებიც კომპანიებს გაუჩნდათ.

„ვფიქრობთ, მაისის ხელფასებში ნათლად გამოჩნდება და მონაცემი, რაც გვაქვს, გაორმაგდება. 15 ივლისს ივნისის მონაცემებს წარმოადგენენ კომპანიები, ამის შემდეგ სწორად გვეცოდინება, ზუსტად რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციას“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება ერთჯერად დახმარებას, მინისტრის მოადგილის თქმით, განაცხადი დაახლოებით 90 ათასმა თვითდასაქმებულმა შეავსო.

„3-4 ათასი განაცხადი შემოდის ყოველდღიურად და პროცესი მიმდინარეობს. თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ვფიქრობთ, ეს მოცულობა, რაც არის დაგეგმილი, 75 მილიონი, საკმარისი იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილთათვის კომპენსაციებზე გამოყოფილია 450 მილიონი ლარი და კიდევ 75 მილიონი - თვითდასაქმებულთათვის ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე.

კიდევ 48 მილიონი ლარი გამოყოფილია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა დააგროვეს;  13 მლნ ლარი – მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, რომლებმაც 100 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა დააგროვეს; 24 მლნ ლარი – 100 ლარის ოდენობის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.

 

 

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (201)

მთავარი თემები