02:55 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
343 0 0

ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი ფიქრობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილმა მეუღლემ პროვოკაცია მოუწყო, რომელსაც ჩოგბურთელი წამოეგო.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ოპერის ვარსკვლავი თამარ ივერი ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგეა, თუმცა ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ამ ამბავს პროვოკაციის სუნი ასდის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 24 მაისს შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

მთავარი თემები