16:03 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2209)
99 0 0

აჭარის რეგიონში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

„აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. შესაბამისად უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიკოსებს და უწყებათაშორის კომისიას.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტიდანვე კარანტინში გადაიყვანეს. კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა კი აჭარაში 7 აპრილს დაფიქსირდა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

ამ დრომდე მწვანე ზონებად მიიჩნევა კახეთი და გურია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის 23 მაისამდე მოქმედებდა - შეზღუდვები 00:00 საათიდან მოიხსნა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2209)

მთავარი თემები