საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას უსაფრთხოების საკუთარ წესებს შესთავაზებს

© photo: Sputnikმშვიდობის ხიდი თბილისში
მშვიდობის ხიდი თბილისში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მიერ შემუშავებული წესები არ იქნება დიდად განსხვავებული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტისგან

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. არაფერია იმაში განსაკუთრებული და უცნაური, რომ საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნებს შესთავაზოს საკუთარი წესები, რადგან არის მასობრივი კარანტინის უნიკალური გამოცდილების მქონე ქვეყანა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მუდმივ კავშირზეა მის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან.

„პრაქტიკულად, ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათი მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ, დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ, წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები დიდი ინტერესით ისმენენ საქართველოს გამოცდილებას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული წესები დიდად განსხვავებული არ იქნება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტისგან, რადგან ქვეყანას სამუშაო ვერსიაზე წვდომა აქვს.

სუვენირების მაღაზია - Sputnik საქართველო
საქართველო – ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს

საქართველოს ხელისუფლება 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნას აპირებს, ხოლო 1 ივლისიდან საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

მაისის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომელსაც საკუთარი გეგმები გააცნო და რეკომენდაციების წარმოდგენა სთხოვა.

ონლაინ-შეხვედრაზე, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებულ რეკომენდაციებთან ერთად, მიღწეულ იქნა საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სექტემბერში ქვეყანაში ტურიზმის მინისტერიალი გაიმართება. 

ტურისტული სექტორი, რომელშიც, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და საქართველოს ხელისუფლება ამ სფეროს სწრაფ აღორძინებას აპირებს.

საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით ბელგიის მეფესა და ლუქსემბურგის ჰერცოგს ესაუბრა >>

საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორის დასახმარებლად 200 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხიდან 45 მილიონი ქონების გადასახადის გაუქმებას, 90 მილიონი - საშემოსავლო გადასახადის გათავისუფლება-გადავადებას მოხმარდება.

კიდევ 60 მილიონი სასტუმროების მფლობელების სესხების სუბსიდირებაზე და 5 მილიონი - ტურისტული სექტორის და გიდების მხარდაჭერაზე დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0