18:24 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (146)
84 0 0

სატელეფონო საუბრისას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სტრატეგია და უსაფრთხო ტურიზმის გახსნის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეფონით ბელგიის მეფე ფილიპესთან და ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ანრისთან ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სტრატეგია და ტურიზმის უსაფრთხო გახსნის საკითხი განიხილა, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე.

ბელგიის მეფესთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის სფეროს გახსნის საკითხზე, უსაფრთხო ტურიზმის დერეფნებსა და საქართველოში უსაფრთხო ტურისტულ ადგილებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად ტურიზმის სექტორის ამუშავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც ბელგიის მეფემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას და ასევე შემდგომ, ეკონომიკის გახსნის ეტაპზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პასუხისმგებლობას და ამ თვალსაზრისით საქართველოს და ბელგიის მოსახლეობამ პასუხისმგებლობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ევროპული სოლიდარობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის. სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის მეფე საქართველოში მოიწვია, მეფე ფილიპემ კი, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია-2022"-ის გახსნაზე მიიწვია, რომელიც საქართველოს ეძღვნება და სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან საუბრისას, კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და უსაფრთხო ტურიზმის გახსნა პრიორიტეტული მიმართულებებია.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველომ სხვადასხვა ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლისათვის უსაფრთხო დერეფნები გახსნას, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანად აარიდოს თავი კორონავირუსის მეორე ტალღას.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (146)

მთავარი თემები