საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები დღეს პირველ კლიენტებს მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსილამაზის სალონი
სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტი მხოლოდ ჩაწერით, თერმოსკრინინგი, დისტანცია, დამცავი ბარიერები - მხოლოდ ასე შეძლებენ მუშაობას 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან საქმიანობას განაახლებენ.

დამტკიცებულია სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნულმა ცენტრებმა უნდა დაიცვან.

ძირითად რეკომენდაციებს შორისაა სავალდებულო წინასწარი ჩაწერა - რიგების და კლიენტების დიდი რაოდენობით თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით. ხუთი კვადრატული მეტრის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ ერთი კლიენტი და მომსახურე პერსონალის ერთი თანამშრომელი. 

სატვირთო - Sputnik საქართველო
შეზღუდვები, რომლებიც 18 მაისიდან მოიხსნება

მანძილი სამუშაო ზონებს შორის არ უნდა იყოს ორ მეტრზე ნაკლები. თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია სხვადასხვა ბარიერების გამოყენება, მაგალითად, გასაწევი ტიხრების, შირმების და ა.შ., რომელთა დეზინფექცია ინტენსიურად უნდა ხდებოდეს.

სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, რომლებშიც ოცი და ოცზე მეტი ადამიანი მუშაობს, ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებამდე შენობის შესასვლელთან თანამშრომელთა და კლიენტების თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს.

შესასვლელთან ასევე უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი. სასურველია, რომ კლიენტმა მომსახურების საფასური საბანკო ბარათით გადაიხადოს.

იმ მომსახურების დროს, რომელიც მოიცავს სახის, ხელების ან ფეხების პროცედურებს, უნდა მოიხსნას ინდივიდუალური დაცვის მხოლოდ შესაბამისი საშუალება (მაგალითად, სახის პროცედურის დროს უნდა მოიხსნას მხოლოდ პირბადე). პროცედურის დროს კლიენტებს შორის მანძილი არ უნდა იყოს ორ მეტრზე ნაკლები, ხოლო სტილისტი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.

რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის მოვალეობებში შედის განცხადებების განთავსება COVID-19-თან დაკავშირებული პროფილაქტიკური ზომების შესახებ, ასევე ხელის სადეზინფექციო საშუალებების განთავსება.

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომლები და კლიენტები ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით, ხოლო თანამშრომლები - პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, დამცავი სამოსით და სხვ. 

სილამაზის სალონში - Sputnik საქართველო
დისტანცია და ელექტრონული ჩაწერა: როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები

პირბადე უნდა შეიცვალოს მისი დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ოთხ საათში ერთხელ მაინც. სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის დეზინფექციისა და სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცის ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.

ადგილი, სადაც კლიენტები მომსახურების საფასურს იხდიან, უნდა იყოს შემოღობილი გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში, თანამშრომელს, სხვა დამცავი საშუალებების გარდა, დამცავი ფარი უნდა ეკეთოს.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო ადგილი უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. მუშაობისას არ შეეხონ თვალებს, ცხვირსა და პირს, თმები უნდა ჰქონდეთ შეკრული, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თმების კონტაქტი თვალებთან და სახესთან.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში ზაფხული მშვიდი იქნება. სპეციალისტები მოქალაქეებს არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

მთავრობის ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 357.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0