დისტანცია და ელექტრონული ჩაწერა: როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები

© Sputnik / Alexander Imedashviliსილამაზის სალონში
სილამაზის სალონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტი მხოლოდ ჩაწერით, თერმოსკრინინგი, დისტანცია, დამცავი ბარიერები - მხოლოდ ასე შეძლებენ მუშაობას 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ელექტრონული რიგები, დისტანციის დაცვა - რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები, რომლებიც მუშაობას 18 მაისს განაახლებენ, ამის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე ბიზნეს-ომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სილამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენლებმა.

გახარია: 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება >>

შეხვედრა ონლაინ-რეჟიმში კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

შეხვედრის შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სტანდარტები, რომლებიც ბიზნესს დაუწესეს - რეალობის მოთხოვნაა და მათი შესრულება რთული არ იქნება.

„სტანდარტებში სრულადაა ასახული ის საჭიროებები, პრაქტიკა და რეალობა, რომლის შესრულება სავსებით შესაძლებელია ბიზნესის მიერ და ხელს შეუწყობს ამ დარგის სწრაფად გახსნას და ეფექტურად მუშაობას",- განაცხადა დაუშვილმა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ვადა გადის: გაუქმდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა?

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა იმ წესების შესახებ, რომლებიც დადგენილია სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, რომლებიც მუშაობას 18 მაისს განაახლებენ.

„წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს პროცედურების მიღება. შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი; იქ, სადაც არის 20-ზე მეტი დასაქმებული, უნდა განხორციელდეს ტემპერატურული სკრინინგი; უნდა იყოს დროებითი, გამჭვირვალე ბარიერი რეგისტრატურაში, სალაროსთან; ასევე, იქ, სადაც ვერ ხორციელდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა აღიმართოს დროებითი დამცავი ბარიერები", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მოუწევთ მსხვერპლის გაღება: როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები საქართველოში >>

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები 18 მაისს გაიხსნება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს განაცხადა.

ესთეტიკური ცენტრების მუშაობა მარტის შუა რიცხვებში COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო შეიზღუდა. აპრილის ბოლოს ხელისუფლებამ შეზღუდვების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0