შეზღუდვები, რომლებიც 18 მაისიდან მოიხსნება

გამოწერა
საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის რეალიზებაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 18 მაისს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპზე გადადის, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული.

კერძოდ, ორშაბათიდან:

– იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები

- უქმდება სამზე მეტი პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი პირის შეკრების შესახებ.

– მარნეულში საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მოსახლეობა მუნიციპალიტეტში შესვლა–გასვლას თავისუფლად შეძლებს. 

ადამიანების მაღაზიის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
შეზღუდვები საქართველოში: სამზე მეტი პირის თავშეყრა დაშვებულია, ათზე მეტის - არა

– ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩააბაროს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები. პირებს, რომლებმაც თეორიული გამოცდა გაიარეს, შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული გამოცდა ჩააბარონ. გარდა ამისა, მძღოლებს საშუალება ექნებათ შეცვალონ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი, დაარეგისტრირონ ავტომობილები და შეასრულონ სხვა ოპერაციები.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარმოადგინა, რომელიც ექვსი ეტაპისგან შედგებოდა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეტაპებს შორის ინტერვალი ორი კვირა უნდა ყოფილიყო.

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო, მეორე – 5 მაისს, მესამე – 11 მაისს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გავრცელების მიზნით 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გამოსვლისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 

© Sputnik / Konstantin Ivanovკორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
შეზღუდვები, რომლებიც 18 მაისიდან მოიხსნება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
ყველა ახალი ამბავი
0