შეზღუდვები საქართველოში: სამზე მეტი პირის თავშეყრა დაშვებულია, ათზე მეტის - არა

© Sputnik / STRINGERადამიანების მაღაზიის შესასვლელთან
ადამიანების მაღაზიის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით აგრძელებს შეზღუდვების და აკრძალვების ეტაპობრივ მოხსნას

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში 18 მაისიდან თავშეყრაზე შეზღუდვები მთლიანად არ იხსნება - სამზე მეტი პირის თავშეყრა დაშვებულია, ათზე მეტის - არა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

თალაკვაძე: თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა დაჩქარდება >>

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად 31 მარტიდან აიკრძალა სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

მთავრობაში განმარტავენ, რომ 18 მაისიდან მოიხსნება მხოლოდ ეს შეზღუდვა, თუმცა ძალაში დარჩება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქმედი ათზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტშია გაწერილი.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები

სამზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვის მოხსნის გარდა, 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ასევე მოიხსნება მკაცრი კარანტინის რეჟიმი მარნეულის რაიონში, რომელიც 23 მარტიდან დაწესდა.

ამავე დროს ქვეყანაში ისევ მოქმედებს კომენდანტის საათი და მკაცრი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებაზე - დასაშვებია მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანა და მხოლოდ უკანა სავარძელზე.

ასევე აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0