16:15 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1143)
162 0 0

იმ ადამიანების პლაზმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, შეიძლება მძიმე პაციენტების მკურნალობაში გამოიყენონ

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. სამხრეთ კორეიდან საქართველოში COVID-19–ის ანტისხეულების გამოსავლენი ტესტების პარტია გამოგზავნეს, განაცხადა საქართველოს ელჩმა ამ ქვეყანაში ოთარ ბერძენიშვილმა.

ფასიან ტესტებს კორონავირუსზე თბილისში ორი ლაბორატორია აკეთებს>>

ეს ტესტები განსაზღვრავს, ჰქონდა თუ არა ადამიანს COVID-19. ამ ტესტებს, პირველ რიგში, მედიცინის მუშაკებს უტარებენ. ტესტი საშუალებას იძლევა, გამოვლინდე არა მხოლოდ გადატანილი დაავადება, არამედ შეარჩიოს ადამიანები ანტისხეულების მაღალი კონცენტრაციით. ექიმების თქმით, მათი პლაზმა, შესაძლოა, მძიმედ დაავადებულები სამკურნალოდ გამოიყენონ.

„ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor საქართველოში COVID-19–ზე ტესტების ახალ პარტიას აგზავნის. მადლობას ვუხდით ამ პროცესში მონაწილე მხარეებს“, – დაწერა ბერძენიშვილმა Twitter–ის მიკრობლოგში.

გამოგზავნილი ტესტების რაოდენობა არ ზუსტდება.

უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთეობი ცენტრმა სამხრეთ კორეიდან 20 ათასი „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. აღნიშნული ტესტის მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში დაუდასტურდა 566 ადამიანს. კარანტინში იმყოფება 5320, გამოჯანმრთელდა 207, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1143)

მთავარი თემები