Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ფასიან ტესტებს კორონავირუსზე თბილისში ორი ლაბორატორია აკეთებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიის თანამშრომელი
ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თანდათანობით აფართოებს რისკ-ჯგუფების სიას, სადაც მასობრივი ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ტარდება, მაგრამ თუ გსურთ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტაროთ, ეს შესაძლებელია თანხის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მათ, ვინც არ შედის რისკ-ჯგუფებში და კორონავირუსზე შემოწმების პროტოკოლში არ ხვდება, შეუძლიათ ფასიანი ტესტირების ჩატარება.

ესაა როგორც „სწრაფი ტესტი“ ანტისხეულებზე, ასევე მაქსიმალურად სანდო PCR-ტესტი. ამჟამად ბინაში კერძო გამოძახებით თბილისში ორი ლაბორატორია მუშაობს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: რიგი შეზღუდვები წლის ბოლომდე დარჩება

PCR-ტესტს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია საქართველოს მოქალაქეებისთვის 620 ლარად აკეთებს, ხოლო უცხოელებისთვის – 1 ათას ლარად.

ლაბორატორიის თანამშრომლები პაციენტს ცხვირ-ხახიდან უღებენ სინჯს. შედეგები მაქსიმუმ 36 საათშია ცნობილი. PCR-ტესტი კორონავირუსს დაავადების პირველივე დღიდან ავლენს.

ე.წ. სწრაფ ტესტებს ატარებს ბავშვთა სასწრაფო დახმარება „ბეიბი ექსპრესი“, ოღონდ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზრდილებისთვისაც. ღირებულებაა 160 ლარი. შედეგი ცნობილია დაახლოებით 24 საათში. „სწრაფი ტესტი“ აჩვენებს კორონავირუსის ანტისხეულების არსებობას, რომლებიც დაავადებიდან მესამე–მეშვიდე დღეს ჩნდება.

PCR ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი>>

ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო აფართოებს რისკ-ჯგუფების სიას, სადაც მასობრივი ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ხდება.

ამჟამად სახელმწიფო ტესტირებას უტარებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის გამოხატული სიმპტომები აქვთ. ანალიზებს იღებენ უშუალოდ იმ კლინიკებში, რომლებიც იღებენ პაციენტებს კორონავირუსის დიაგნოზით ან ამ დაავადებაზე ეჭვით, ან კარანტინის ზონებში – მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის მქონე დასახლებულ პუნქტებში.

Пандемия коронавируса - самоизоляция - Sputnik საქართველო
ცნობილია თარიღი, როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში

უკვე დაიწყო სამედიცინო პერსონალის, სასწრაო დახარების სამსახურის თანამშრომლების (დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანი), თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ტესტირება.

აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები უკვე შეყვანილი იყვნენ აუცილებელი ტესტირების ჯგუფში. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ პირთა ტესტირება კორონავირუსზე.

ასევე მიზნობრივ ჯგუფებში შედის დანარჩენი მედპერსონალი, სამონასტრო კომპლექსებში მცხოვრები პირები, ფიქიატრიული კლინიკების თანამშრომლები და პაციენტები.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახლში ტესტირების სიაში შეიყვანოს მოხუცთა სახლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრებნი.

პაატა იმნაძე: სოფლების მოსახლეობა არ იცავდა რეკომენდაციებს>>

26 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან ორი თვე შესრულდა. დღევანდელი მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-ია. არის როგორც „შემოტანილი“, ისე შიდა გადაცემის შემთხვევები.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, გამოცხადებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. ასევე მოქმედებს სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.

ყველა ახალი ამბავი
0